weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

წლის ბოლომდე 180 სამხედრო საცხოვრებელ ბინას გორში მიიღებს - პრემიერი

14:14 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე დაახლოებით 180 სამხედრო გორში საცხოვრებელ ბინას მიიღებს. მისივე თქმით, საცხოვრებელი ბინების რემონტი უკვე მიმდინარეობს.

როგორც ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტისსაფუძველზე აქვს ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინით როგორც გორში, ისე თბილისში.

„თბილისში ვიწყებთ ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, 2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 1724 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]